GeorgianEnglish
ჩვენს შესახებახალი ამბებითანამშრომელთა პროფილებიკონტაქტი
სიახლე
საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა
28 – 29 ნოემბერს, ჩეხეთის კარიტასისა და ჩეხეთის განვითარების მიერ დაფინანსებული პროექტის ,ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გაუმჯობესება სამოქალაქო მონაწილეობის გზით” ფარლებში ჩატარდა საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის პირველი სამუშაო დღე ჩატარდა ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს შენობაში მუნიციპალური საკრებულოს სხდომათა დარბაზში. შეხვედრას ესწრებოდნენ: კატერინა ზეზულკოვა (ჩეხეთის რესპუბლიკა), ვიტალი შრეკი (მოლდოვის რესპუბლიკა), ნიკოლაი დანდისი (ჩეხეთის რესპუბლიკა).
ახალი პროექტი
გურიის აგრობიზნეს ცენტრმა დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება ,,ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გაუმჯობესება სამოქალაქო მონაწილეობის გზით'', რომლის ფინანსური მხარდამჭერია ჩეხეთის კარიტასი და ჩეხეთის განვითარების სააგენტო ( CARITAS Czech Republic; Czech Development Agency). პროექტის მიზანია საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ჯანსაღი დიალოგის ჩამოყალიბება საზოგადოების ჩართულობისა და მათთან თანამშრომლობის გზით. პროექტის სამიზნეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 6 სოფელი, სადაც ჩამოყალიბდება სამოქალაქო ჯგუფები, რომლებიც თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების შედეგად კოორდინაციას გაუწევენ პროექტით დაგეგმილ საქმიანობებს და გაწევენ შუამდგომლობას ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საკრებულოს გასვლითი სხდომები სამიზნე სოფლებში, სადაც მოსახლეობას საშუალება ექნება ხელისუფლებას პირისპირ წარუდგინოს თავიანთი პრობლემები, მოისმინოს ხელისუფლების აზრი, რაც საბოლოოდ მოახდენს ხელისუფლებისა და მოსახლეობის მეტად დაახლოებას. გურიის აგრობიზნეს ცენტრში მუშაობს ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს მიიღოს პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ცხელი ხაზის ნომერია: +995 496 27 42 78
გურიის ეკონომიკური ფორუმი
10-11 ოქტომბერს, ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ,,გურიის ეკონომიკური პოტენციალის სტიმულირება” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გურიის აგრობიზნესცენტრი, ოზურგეთში მოეწყო ,,გურიის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი”. ფორუმი გაიხსნა 10 ოქტომბერს, გრიგოლეთში, სასტუმრო ანდამატში, სადაც მოეწყო კონფერენცია თემაზე ,,გურიის ეკონომიკური პოტენციალის ანალიზი და განვითარების შესაძლებლობები”.
ტენდერი: ,,აგროპროდუქტისათვის არასტანდარტული ხილის გადამამუშავებელი დანადგარის მიწოდება”
გურიის აგრობიზნესცენტრი აცხადებს ტენდერს ჩეხეთის კარიტასის მერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ოზურგეთის რაიონის სოფ. ლიხაურში კოოპერატივ ”აგროპროდუქტისათვის” ,,არასტანდარტული ხილის გადამამუშავებელი დანადგარის” მიწოდებას.

ტენდერი: ”ფუნდამეტისათვის საჭირო მასალები”...
ტენდერი: ”სარწყავი სისტემის მოწყობა კოოპერატივ ’’აგროპროდუქტისათვის’’...
ტრენინგი: ”საშუალო ფენის ეკონომიკური ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში”...
ტენდერის შედეგები...
ტენდერი: ”ხილის საშრობი დანადგარის დამზადება გურიის რეგიონში”...
ტენდერი: ”სამშენებლო მასალების შესყიდვა გურიის რეგიონში”....
”საკუთრების უფლებების დაცვის კონსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიები”....
საერთაშორისო გამოფენა "Agro Balt 2007"...
გურიაში ფერმერულ გაერთიანებათა პოტენციალის ზრდა...
ტრენინგი - ”აგრობიზნესის მართვის სოციალურ-ეკონომიკური პრინციპები”...
ჩვენს შესახებ

 საქართველო აგრარული ქვეყანაა და სოფლის მეურნეობა შეიძლება განვიხილოთ როგორც ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი, რომლის სიძლიერესა და სიჯანსაღეზეა დამოკიდებულია ეკონომიკის აღმავლობა და საზოგადოების თითოეული წევრის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
 უკანასკნელ წლებში საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის საქმეში. ქვეყნის ეკონომიკური პროგრესის დიდი ნაწილის წარმმართველი კერძო სექტორის ინიციატივა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მიღწეულ იქნა გარკვეული პროგრესი, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.
 გურიის აგრობიზნესცენტრი მიზნად ისახავს გურიის რეგიონში სოფლის მეურნეობის და ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობის ამაღლებას ფერმერთა უკეთ ინფორმირების, მეწარმეთა სწავლების, საექსპორტო ბაზრის გაძლიერების, საკრედიტო რესურსებთან ფერმერეთა და მეწარმეთა დაკავშირების, ახალგაზრდების განათლების და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირურთიერთობის დამყარების გზით. 
 ორგანიზაციამ დაარსებიდან დღემდე განახორციელა პროექტები სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით _ მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი, ევრაზიის ფონდი, UNDP, WFP, CARE/West GCMI, IOCC, CHF Int, CARITAC, IESC.

მიმდინარე პროექტი

proeqtis saxelwodeba: ,,modi davarRvioT siCume"

ფინანსური მხარდამჭერი: ევროკავშირი

პროექტის ხანგრძლივობა: 01.01.2012 – 31.08.2013

პროექტი მიზნად ისახავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობას და მომსახურების სრული სერვის–პაკეტის შეთავაზებას, რაც გულისხმობს მათთვის უფასო იურიდიული, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური კონსულტაციების გაწევას. ცენტრი დაეხმარება მსხვრეპლს ინტეგრაციაში და უზრუნველყოფს, რომ მან საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს თავი.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ფართო საინფორმაციო კამპანია, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ოჯახური ძალადობის საკითხებზე და გაზრდის სხვადასხვა ინსტიტუტების დაინტერესებას ამ პრობლემის მოგვარებისათვის.

პროექტის განხორციელება დაგეგმილია ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.

პარტნიორები: საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი; გურიის მედიატორთა ასოციაცია.

Created By Pro-Service
Copyright © 2012 GABC. All rights reserved.