ტენდერი: ,,აგროპროდუქტისათვის არასტანდარტული ხილის გადამამუშავებელი დანადგარის მიწოდება”
გურიის აგრობიზნესცენტრი აცხადებს ტენდერს ჩეხეთის კარიტასის მერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ოზურგეთის რაიონის სოფ. ლიხაურში კოოპერატივ ,,აგროპროდუქტისათვის” არასტანდარტული ხილის გადამამუშავებელი დანადგარის მიწოდება”.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა დეტალური ინფორმაცია მოიკითხეთ გურიის აგრობიზნესცენტრის ოფისში.
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილე დაინტერესებულმა საწარმოებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განაცხადის ფორმა
2. რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
3. არსებული ფორმატის მიხედვით ხარჯთაღრიცხვა მასალების შესყიდვებისათვის. სავალდებულოა სამუშოების წარმოების განრიგი.
სატენდერო განაცხადი უნდა მოთავსდეს დახურულ, გაუმჭვირვალე პაკეტში; ოთხივე მხარეს უნდა დაესვას ბეჭედი და ხელმოწერა. ბეჭედის არარსებობის შემთხვევაში გაკეთდეს ხელწერა და დაილუქოს;
დალუქული პაკეტის გარეშე განაცხადი არ მიიღება;
საკონტაქტო ინფორმაცია:
სატენდერო განაცხადი ჩაბარდეს გურიის აგრობიზნესცენტრის ოფისში რომელიც მდებარეობს: ქ. ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქ.#4 . ტელ:: (8296) 7 42 78;
E-mail: guria_abc@mail.ru
საკონტაქტო პირი: თამარ ხომერიკი